ახალი ამბები

მედია: ბელგიაში კორპუსის ნგრევამ ქართველი წყვილი იმსხვერპლა

6 იანვარი, 2022 •
მედია: ბელგიაში კორპუსის ნგრევამ ქართველი წყვილი იმსხვერპლა

ბელგიაში, ქალაქ ტურნჰაუტში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა და კორპუსი ჩამოიშალა. მიზეზი იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა.

შემთხვევა 1 იანვარს მოხდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის, ორი – 79 წლის კაცი და 72 წლის ქალი, რომლებიც გამოცემის თანახმად, ეთნიკური ქართველები იყვნენ. მათთან ერთად იმავე ქალაქში მათი შვილიც ცხოვრობს, თუმცა ის აფეთქებისას არ დაშავებულა.

ნანგრევებიდან ასევე ამოიყვანეს 2 ადამიანი, რომლებიც გადარჩნენ.

მთავარი ფოტო: La Libre

მასალების გადაბეჭდვის წესი