თბილისში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს „თბილისი ენერჯიში“ დაუდასტურეს. კომპანიის თქმით, ქალი, სავარაუდოდ, სტუდენტი იყო და ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა.
კომპანიის თქმითვე, ბინაში კუსტარულად იყო დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და გამათბობელი, რაც, სავარაუდოდ, გახდა გარდაცვალების მიზეზიც.




