ახალი ამბები

თბილისის ტრანსპორტის აბონემენტები დღეიდან გაიყიდება

5 იანვარი, 2022 • 2040
თბილისის ტრანსპორტის აბონემენტები დღეიდან გაიყიდება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.

როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, დღეიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, ხვალიდან კი – „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში.

„სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, – განაცხადა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა.

თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობა ძვირდება, პარალელურად, მერია დანერგავს სააბონენტო სისტემას. ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი;
  • ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი- 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.

ძვირდება თუ იაფდება თბილისში მგზავრობა?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი