ახალი ამბები

NATO -ს მინისტრები შეხვედრას გამართავენ უკრაინის საკითხზე 

4 იანვარი, 2022 • 1725
NATO -ს მინისტრები შეხვედრას გამართავენ უკრაინის საკითხზე 

7 იანვარს NATO -ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. 

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით განხილვის თემა იქნება უკრაინაში და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერება და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში განმარტა, რომ თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ.

გასული წლის 8 დეკემბერს კი ბაიდენისა და პუტინის ვირტუალური შეხვედრა შედგა. თეთრი სახლის ცნობით,  2-საათიან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაადასტურა მისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, გაახმიანა მოწოდება დეესკალაციისა და დიპლომატიურ ჩარჩოში დაბრუნების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი