ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ 6 იანვრიდან კინოთეატრებში – „ამირანსა“ და „კავეაში“ გავა.
სეანსების ნაწილზე ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია. მანამდე ფილმი შეზღუდული ჩვენებით თბილისის კინოფესტივალზე აჩვენეს.
როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ.
ნეტგაზეტი გირჩევთ ნახოთ:




