ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი თავის უმცროს შვილზე, ელის მარია სააკაშვილზე წერს

31 დეკემბერი, 2021 • 8834
მიხეილ სააკაშვილი თავის უმცროს შვილზე, ელის მარია სააკაშვილზე წერს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის უმცროს შვილის, ელის მარია სააკაშვილის შესახებ წერს. მის კიდევ ერთ შვილზე აქამდე ოფიციალურად ცნობილი არ იყო. 

“მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე!

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება “მთავარი არხის” საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით. 

და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი