პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია სულ უფრო და უფრო მცირდება.
„მე ვერ დაგეთნამხებით, რომ პოლარიზაცია გაზრდილია. ვფიქრობ, რომ პირიქით, სულ უფრო და უფრო მცირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა 30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ ართზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას.
„ახლა ვაკვირდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო რჩება თავის დღის წესრიგში. სხვა პარტიები აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში, კრიტიკული მოსაზრებები რომ აქვთ, ცდილობენ საკუთარი მოსაზრებები შემოიტანონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„შესაბამისად, პოლარიზაცია კლებულებს. საპარლამენტო მუშაოოა უკვე აიძულებს [ოპოზიციას], იყოს ნაკლებად რადიკალური და იყოს მოწადინებული, ითანამშრომლოს. ეს არის დეპოლარიზაციის გზა, – ყველაზე ნამდვილი, კარგი და ხალხისგან წამოსული რეცეპტი არის საპარლამენტო საქმიანობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.