ახალი ამბები

შანსი არ არის, „ოცნებას“ ეს შერჩეს – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

30 დეკემბერი, 2021 • 5560
შანსი არ არის, „ოცნებას“ ეს შერჩეს – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ექსპრემიერი გიორგი გახარია ტვიტერზე ეხმაურება პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

„საქართველოს მთავრობამ ახლახანს, დაჩქარებულად გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებელი სამსახური, რითაც შემაშფოთებელი მესიჯი გაუგზავნა დამოუკიდებელ საჯარო მოსამსახურეებს და მოქალაქეები დაუცველად დატოვა სახელმწიფო ძალადობის წინაშე“, – წერს ყოფილი პრემიერი.

„შანსი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შერჩეს“, – დაწერა გახარიამ ტვიტერზე და ლონდა თოლორაიასა და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო.

მესამე მოსმენით, დაჩქარებულად რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და მიიღო.

„საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ 30 დეკემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

თოლორაია აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი