ახალი ამბები

თავისთავად ცხადი იყო – სერგეენკო სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე

30 დეკემბერი, 2021 • 2598
თავისთავად ცხადი იყო – სერგეენკო სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე

დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის 12-ე დაწესებულებაში დაბრუნება მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ეს „თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო“.

„ის, რომ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის სტაბილიზაცია მოხდებოდა, ის დაბრუნდებოდა.

ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გადაყვანამდე ორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება მის სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები,“ – აცხადებს სერგეენკო ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სააკაშვილის მკურნალმა ექიმებმა უკვე გააკეთეს მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება და „არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქო. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა და ენთუზიასტებმა აცალონ აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება“.


წუხელ გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამია განაცხადა, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ძალის გამოყენებით რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მანამდე, სააკაშვილთან ჰოსპიტალში შესული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი. მისი ინფორმაციით, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გაახმაურებენ – „თავად პაციენტი ამბობს, არის რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი,“.

ამ დროისთვის [11:10 საათი] ოფიციალური უწყებები არ აკეთებენ განცხადებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი