ახალი ამბები

სუსი: საოკუპაციო ძალებმა გრემისხევის მიმდებარედ ორი მოქალაქე დააკავეს

29 დეკემბერი, 2021 • 2011
სუსი: საოკუპაციო ძალებმა გრემისხევის მიმდებარედ ორი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის „ცხელი ხაზი”.

“ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას”, — აცხადებს სუსი და დასძენს, რომ უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი