ახალი ამბები

ნატო-ს შეტევითი სისტემის საქართველოში განლაგება ჩვენთვის “წითელი ხაზია” — რუდენკო

29 დეკემბერი, 2021 • 14594
ნატო-ს შეტევითი სისტემის საქართველოში განლაგება ჩვენთვის “წითელი ხაზია” — რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ნატო-ს შეტევითი სისტემების განლაგება საქართველოში მოსკოვისთვის “წითელი ხაზია”.

“საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში  და მის ტერიტორიაზე ნატო-ს შეტევითი შეიარაღების სისტემის განლაგება ჩვენთვის “წითელი ხაზია”, რამდენადაც ეს ძირფესვიანად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და დაუყოვნებელ საფრთხეს უქმნის რუსეთს და მის მოკავშირებს რეგიონში”, — განაცხადა რუდენკომ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს და ნატო-ს შესთავაზა „უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმება, რომელიც საქართველოსაც ეხება. რუსეთი ითხოვს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკან გაიწვიოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

რუსეთი-უკრაინა და აშშ-ის “მკაცრი ზომები”: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა

მასალების გადაბეჭდვის წესი