ჟინვალის წყალსაცავში ავტომობილი გადავარდა, დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა – 6.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაღუპულია დედა-შვილი.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




