ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარედ პაპუაშვილს მხარს უჭერს

29 დეკემბერი, 2021 • 3672
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარედ პაპუაშვილს მხარს უჭერს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მხარს დაუჭერს.

როგორც რიგგარეშე სესიის სხდომაზე გაირკვა, პაპუაშვილს მხარს დაუჭერენ “მოქალაქეები” , “ევროპელი სოციალისტები” და “გირჩის” წევრები: იაგო ხვიჩია და ჰერმან საბო.

დღევანდელ სესიაზე ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა შალვა პაპუაშვილის მიერ ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას, პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით ჩამოყვანის ფაქტიც და თქვა, რომ “უშეცდომო არავინაა”.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ შალვას პაპუაშვილს. მე მაქვს მასთან განათლების კომიტეტში მუშაობის გამოცდილება და ეს იყო ძალიან საინტერესო და საქმიანი.

რა თქმა უნდა, იყო ამ პარლამენტში ძალიან უსიამოვნო ინციდენტი შალვას მონაწილეობით, მაგრამ უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის და ვუსურვებდი შალვას, რომ ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ინციდენტი. შალვა გისურვებ, რომ იყო ყველას თავმჯდომარე და ოპოზიციას მოესვლელებოდეს და არ იყოს შენი კაბინეტის კარი ჩარაზული ოპოზიციისთვის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერთა ნაწილმა მადლობა გადაუხადა პარლაენტის წინა თავმჯდომარე კახა კუჭავას კონსტრუქციული თანამშრომლებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი