ახალი ამბები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა

29 დეკემბერი, 2021 •
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 61 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 514 პირი, ჩატარდა 46 059 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.09%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 226
  • აჭარა – 232
  • იმერეთი – 304
  • ქვემო ქართლი – 119
  • შიდა ქართლი – 108
  • გურია – 114
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148
  • კახეთი – 134
  • მცხეთა – მთიანეთი – 62
  • სამცხე – ჯავახეთი – 46
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

საქართველოში სულ კორონავირუსის 930 544  შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 890 733 გამოჯანმრთელდა, 13 707 გარდაიცვალა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი