ახალი ამბები

გზავნილია, რომ დამოუკიდებელი უწყებები დაისჯებიან – ოპოზიცია სახ. ინსპექტორზე

27 დეკემბერი, 2021 • 1625
გზავნილია, რომ დამოუკიდებელი უწყებები დაისჯებიან – ოპოზიცია სახ. ინსპექტორზე

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივად ეხმიანებიან სახელმწიფოს ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს და ამბობენ, რომ ეს ღია გზავნილია დამოუკიდებელი უწყებებისა თუ საჯარო მოხელეების მიმართ.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთანავე, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ინსტიტუტის გაუქმება ასევე მიმართულია იმისკენ, რომ საქმეების ნაწილები უბრალოდ არ გამოიძიონ – მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მთავარი ფოტო: „ტვ პირველი“

ეს არის ინსპექტორის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის – ლონდა თოლორაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი