ახალი ამბები

თურნავას მოადგილე „ესკოს“ გენ. დირექტორად დაინიშნა

27 დეკემბერი, 2021 • 1684
თურნავას მოადგილე „ესკოს“ გენ. დირექტორად დაინიშნა

დავით თვალაბეიშვილი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკოს) გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

თვალაბეიშვილი, რომელსაც მინისტრის მოადგილის პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა, სამინისტროში ენერგეტიკის სექტორს კურირებდა.

„ესკოს“ თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი 27 დეკემბერს წარუდგინა მინისტრმა ნათია თურნავამ.

თვალაბეიშვილმა ესკოს გენ. დირექტორის პოსტზე შეცვალა ზაზა დვალიშვილი, რომელიც, სამინისტროს ცნობით, „რჩება სისტემაში და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას“.

მინისტრმა თურნავამ თვალაბეიშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ კომპანიამ „უნდა შეასრულოს დამაბალანსებელი როლი ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარს და იმ მომხმარებელს შორის, როგორიცაა მოსახლეობა, მცირე ბიზნესი, რომლებსაც ელექტროენერგიის რეგულირებადი ტარიფით მიეწოდებათ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი