ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს

27 დეკემბერი, 2021 • 1545
რუსმა სამხედროებმა კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე გაიტაცეს.

უწყება ამბობს, რომ გატაცებული პირთა გათავისუფლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ამასთანავე, მათივე ინფორმაციით, უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

უწყება ამბობს, რომ მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,“ – ამატებს სუს-ი.

მასალების გადაბეჭდვის წესი