სტეპანაკერტში 2020 წლის ომის შემდეგ შენობების დიდი ნაწილი აღდგენილია, თუმცა, აქა-იქ ქალაქში ისევ გვხვდება ომის კვალი; დაცხრილული სასურსათო მაღაზია; ფოტო: მარუტ ვანიანი/ ნეტგაზეთი, 2021
მოხუცთა თავშესაფარი სტეპანაკერტში, სადაც დევნილები ცხოვრობენ; ლიდა ავანესიანი: ჩვენი ბედი ახლა არავის აინტერესებს, არავინ გვკითხულობს, როგორ ვცხოვრობთ. წითელი ჯვარი დაგვეხმარა ერთხელ ჰუმანიტარული დახმარებით. ძალიან მენატრება ჩემი სოფლის სახლი, ეზო და ყვავილები, რომლებიც ჭურვის ჩამოვადნის დროს გაიფანტა. ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი, 2021
ომის დროს დევნილი ცოლ-ქმარი ალბერტ მარტიროსიანი და მარეტა მარტიროსიანი სტეპანაკერტის მოხუცთა თავშესაფარში: სახლიდან თან არაფერი წამოგვიღია, ვერ მოვასწარით. თავიდან ერევანში ვიყავით 20 დღე, სასტუმროში შეგვიშვეს. მერე აქ დავრუნდი და ოთახი ვითხოვეთ თავშესაფარში. ფსიქოლოგი მოდის, გვესაუბრება და ამით ცოტა გვიმსუბუქდება მდგომარეობა. როგორც გავიგე, სოფელში ჩვენი სახლი დაწვეს; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი, 2021
ყარაბაღის მეორე ომის დროს დაღუპულთა სურათები სტეპანაკერტის ცენტრში; ფოტო: მარუტ ვანიანი/ ნეტგაზეთი, 2021სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ ნეტგაზეთი, 2021
ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს დაღუპულთა სასაფლაო; ფოტო: მარუტ ვანიანი/ ნეტგაზეთი, 2021
2020 წელს ომის დროს დაცხრილული ბანკომატი; სტეპანაკერტი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ ნეტგაზეთი, 2021