ახალი ამბები

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები – ღარიბაშვილი

22 დეკემბერი, 2021 • 1127
უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები – ღარიბაშვილი

„საკმაოდ დატვირთული, რთული წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა ყველას ერთად, რაც დაგვირგვინდა გამორჩეული, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით. 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის გზას, ნატოს გზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სურსა არეულობა.

„პირიქით, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ და ჩვენ ყველამ მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა უნდა მივმართოთ განვითარებაზე, კეთილდღეობის მოტანაზე ჩვენი მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. დღეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს, მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი