ახალი ამბები

საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევაა დადასტურებული — გამყრელიძე

22 დეკემბერი, 2021 • 1198
საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევაა დადასტურებული — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ომიკრონ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე  განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველი ორი შემთხვევა შაბათს დადასტურდა, მათ აშშ-სა და დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ. რაც შეეხება დანარჩენ 22-ს, მათი ნაწილი აღნიშნული შემთხვევების კონტაქტია, ნაწილი კი დამოუკიდებელი შემთხვევებია:

“9 შემთხვევაში შემოსულია დუბაიდან, ერთი თვითმფრინავით. ესენი არიან ადამიანები, ვინც ძირითადად “ფორმულა 1-ზე” გახლდნენ. ასევე, ერთი შემთხვევა შემოსულია ბუდაპეშტიდან, ერთი შემთხვევა არის ლონდონიდან და ორი შემთხვევა გახლავთ თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან. ერთი შემთხვევა არის აშშ-დან”, — განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევებს შორის ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირვებია და სახლში დაკვირვების ქვეშ არიან. ძირითად შემთხვევაში მათ აღენიშნებათ მცირე ტემპერატურული მატება, მაღალი ცხელება კი მხოლოდ ერთ მათგანს აქვს.

ამასთან, დადასტურებული 24 შემთხვევის 53 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი