საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს, 20 დეკემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება, რის შემდეგაც, 14:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.