ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა

20 დეკემბერი, 2021 • 1580
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, სამგორის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის სახელი, გიორგი ბესთაუთის სახელი ჯერ კიდევ 2020 წელს მიენიჭა, თუმცა ქუჩის სახელით აღმნიშვნელი ბანერები 2021 წლის დეკემბერში განათავსეს.

 

ოსი პოეტის სახელობის ქუჩის იდეა ადვოკატ ბადრი მანჯავიძეს ეკუთვნის, რომელიც საკუთარი ინიციატივით,  2019 წლის 19-21 დეკემბერს ცხინვალში ჩავიდა და გიორგი ბესთაუთის საფლავი მოინახულა.

ბადრი მანჯავიძე გიორგი ბესთაუთის საფლავთან ცხინვალში

თბილისში დაბრუნების შემდეგ მან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა ინიციატივით – მინიჭებოდა ბესთაუთის სახელი დედაქალაქის რომელიმე ქუჩას.

“ოსი და ქართველი ხალხებისთვის დაგვიანებული, მაგრამ უდავოდ მისალოცი ამბავია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“. ახლა ჯერი ცხინვალის მხარეზეა, ნამდვილად იმსახურებს გიორგი ბესთაუთის სახელი უკვდავყოფილი იყოს იმ ქალაქშიც, რომელშიც სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა”, – ამბობს ბადრი მანჯავიძე ნეტგაზეთთან.

გიორგი ბესთაუთი გორის რაიონში დაბადებული ოსი პოეტია. მან ქართულ ენაზე თარგმნა კოსტა ხეთაგუროვის ლექსები და პოემა “სასაფლაოზე”, ოსურ ენაზე- შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, ირაკლი აბაშიძის ნაწარმოებები. გიორგი ბესთაუთი 1978 წელს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ცხინვალის სასაფლაოზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი