ახალი ამბები

გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – ALDE საქართველოს ხელისუფლებას

17 დეკემბერი, 2021 • 2328
გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – ALDE საქართველოს ხელისუფლებას

ევროპარლამენტის, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“, (ALDE) საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ.

იტალიაში, რომში, 2021 წლის 11 დეკემბერს ჩატარებულ ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაში პარტიის საბჭო ჩამოთვლის რამდენიმე გარემოებას:

  • „ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე ჰყავს დაკავებული;
  • ბატონი სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ოქტომბერში დააპატიმრეს;
  • იგი ციხეში ყოფნისას თითქმის 50 დღე შიმშილობდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ციხეში გონება დაკარგა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, გამოეყენებინა დროებითი ზომა საქმეში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განცხადება No54641/21)“.

ამის გათვალისიწნებით, ALDE-ს საბჭო მოუწოდებს: საქართველოს ხელისუფლებას, – „დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“.

ამასთან, საბჭო შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უფლებას, მოექცნენ სამართლიანად.

ALDE ევროპული პარტიაა, რომელსაც ევროპარლამენტში 68 წევრი ჰყავს (705-დან). ALDE-სთან საქართველოში აფილირებულები არიან „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი