ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ათი ფოტო | მნიშვნელოვანი ამბები აზერბაიჯანში 2021 წელს

17 დეკემბერი, 2021 • 1407
ათი ფოტო | მნიშვნელოვანი ამბები აზერბაიჯანში 2021 წელს

ყარაბაღის 2020 წლის 44- დღიანი ომი აზერბაიჯანისთვის, როგორც ამ ომში მონაწილე მხარისთვის, 2021 წელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მისი შედეგების გამო:


ერთადერთი დარჩენილი სომეხი სასულიერო პირი დადივანქის მონასტერში; ქელბაჯარის რაიონი, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ გადავიდა. ფოტო: ნეტგაზეთი, 2021

 

ლაჩინის რაიონი, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულების სამმხრივი შეთანხმებით, აზერბაიჯანს გადაეცა; ფოტო: ნეტგაზეთი, 2021

 

აზერბაიჯანის ეროვნული გმირის შაჰლარ შუქუროვის ცოლი პირველად 27 წლის შემდეგ ქმრის საფლავთან მივიდა. ქელბაჯარის რაიონი, რომელსაც ომის შემდეგ აზერბაიჯანი აკონტროლებს. ფოტო: ნეტგაზეთი, 2021

 

სამგლოვიარო ცერემონია ბაქოში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა საპატივსაცემოდ; ფოტო: ნეტგაზეთი – 2021

განნაღმვითი სამუშაოები აღდამის რაიონში. აზერბიჯანული მხარის ცნობით, 2020 წლის ყარაბაღის ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი აზერბაიჯანელები სისტემატურად ფეთქდებიან არსებულ ნაღმებზე, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, 73 მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა, მათ შორის 24 გარდაიცვალა. ფოტო: ნეტგაზეთი -2021

 

ყარაბაღის ომში მებრძოლის, ლიბანის მოქალაქის ეულჯექჯინ ვიქენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი აზერბაიჯანში; აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით,  ლიბანის მოქალაქე ყარაბაღში აზერბაიჯანის წინააღმდეგ იბრძოდა; ფოტო: ნეტგაზეთი- 2021

 

ომის პარკი ბაქოში. ომის პარკი აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, გამარჯვების ნიშნად გააშენა. პარკში თავდაპირველად სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურებიც იყო წარმოდგენილი, რამაც საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. მოგვიანებით, სამხედროების ფიგურები პარკიდან გაიტანეს. ომში მოპოვებული მტრის რეკვიზიტების პარკი აზერბაიჯანელ დამთვალიერებლებს ყოველდღიურად მასპინძლობს; ფოტო: ნეტგაზეთი – 2021

 

2021 წლის სასწავლო წლის დაწყება პანდემიის დროს; ფოტო: ნეტგაზეთი – 2021

 

ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული/დაბრუნებული ქალაქი შუშა. ვიზიტორები შუშადან სტეპანაკერტს გადაჰყურებენ; ფოტო: ნეტგაზეთი – 2021

 

2020 წლის ყარაბაღის 44 დღიან ომში დაღუპულების ხსოვნის დღე ბაქოში; ფოტო: ნეტგაზეთი – 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი