ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს

16 დეკემბერი, 2021 • 1285
თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს

ანკარა აშშ-ში თურქეთის ყოფილ ელჩს, 60 წლის გამოცდილ დიპლომატს, სერდარ ქილიჩს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად ნიშნავს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებას azatutyun.am ავრცელებს.

სომხეთს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია თურქეთის მიმართულებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ 13 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, სომხეთი და თურქეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ ორივე ქვეყანაში.

ამასთან, მისი განმარტებით, ამ საკითხში თურქეთმა კონსულტაციები გაიარა აზერბაიჯანთან და სომხეთის მიმართულებით სამომავლო ნაბიჯებსაც სწორედ ბაქოსთან განიხილავს.

როგორც azatutyun.am წერს, ჩავუშოღლუს ამ განცხადებას მეჯლისში აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ თურქეთსა და სომხეთს გარკვეული წინაპირობებით ურთიერთობების დალაგების მზაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, სომხეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მხარეების მიერ გადასადგამ ნაბიჯებს შორის დასახელდა ერევანი-სტამბოლის ჩარტერული ავიარეისების აღდგენა.

სერდარ ქილიჩი; https://www.aa.com.tr/

მასალების გადაბეჭდვის წესი