ახალი ამბები

გაზრდილი საიჯარო ვადა და მოსაკრებლისგან გათავისუფლება – კალაძე ბიზნესს შეღავათებს უწესებს

16 დეკემბერი, 2021 • 1271
გაზრდილი საიჯარო ვადა და მოსაკრებლისგან გათავისუფლება – კალაძე ბიზნესს შეღავათებს უწესებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პანდემიით დაზარალებული ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კალაძის განცხადებით, მერია საკრებულოს წარუდგენს წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ტურისტული ობიექტები ერთჯერადად უნდა გათავისუფლდნენ მოსაკრებლისგან.

„იცით, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პანდემიით დაზარალებული ბიზნესსექტორის მხარდაჭერას ვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომლებსაც გარკვეული შეღავათები გაეწევათ. კერძოდ, საიჯარო ვადის სახით დაემატებათ გაცდენილი ორწლიანი პერიოდი.

ასევე მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, ჩამოეწერებათ სანქცია/საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის გადახდილი საიჯარო ქირებისგან. ასევე, ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით შემოდის მოსაკრებლისგან გათავისუფლების ვაუჩერული პროგრამა, რომელსაც საკრებულოს წარვუდგენთ და მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი