ახალი ამბები

2022 წლის პირველ კვარტალში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება – კალაძე

16 დეკემბერი, 2021 • 1076
2022 წლის პირველ კვარტალში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ტრანპსორტით. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“2021 წლის ბოლომდე ე.წ. მარშუტკები მთლიანად შემოყვანილი იქნება და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლდება ყველა ყვითელი მიკროავტობუსი და არცერთი არ იმოძრავებს დედაქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად განახლებული და მოწესრიგებული იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერია 2022 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას ამთავრებს.

თბილისში მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი