ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა და ალიევმა ბრიუსელში რკინიგზის აღდგენის საკითხი განიხილეს

15 დეკემბერი, 2021 • 1948
ფაშინიანმა და ალიევმა ბრიუსელში რკინიგზის აღდგენის საკითხი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანს, ილჰამ ალიევს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გამართული სამხხრივი შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა დაადასტურეს რკინიგზის მუშაობის განახლების შესახებ შეთანხმება.

შეთანხმების მიხედვით, რკინიგზა იმუშავებს ორმხრივად შეთანხმებულ, საერთაშორისოდ აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო წესებით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის შესაბამისად. რკინიგზით სომხეთს წვდომა ექნება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისკენ.

14 დეკემბერს, ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე,  სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ალიევი და ფაშინიანი პუტინს ხვდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი