ახალი ამბები

17-19 დეკემბერს „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება

15 დეკემბერი, 2021 • 954
17-19 დეკემბერს „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება

17-19 დეკემბერს, „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით, „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში დამთვალიერებელს ადგილზე დახვდება 40-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. პარალელურად, მოეწყობა ქართველი მწარმოებლების სასაჩუქრე ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა პარალელური ღონისძიებები. ნივთებს დამთვალიერებლები ფასდაკლებით შეიძენენ:

„დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს კონცეპტუალური ქართული მაღაზიებისა და წარმოებების პროდუქტებს და შეარჩიონ წინასაახალწლო საჩუქრები. პარალელურად, სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა გამომცემლობა წარმოგიდგენთ შეხვედრების სერიებს ყველასთვის საინტერესო თემებზე. გარეთ დაგხვდებათ ღია კაფე, თბილი სასმელებით, ვეცდებით, რომ სასიამოვნო გარემო და საინტერესო ღონისძიებები დახვდეს ყველა დამთვალიერებელს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

„წიგნის დღეების“ ფარგლებში დადგეგმილი ღონისძიებების აფიშა ასე გამოიყურება:

პარასკევი – 17 დეკემბერი

გამომცემლობა წიგნიერი:
13:00  – ერეკლე გოგიშვილი და სხვა. “გამოსახლება”, მოთხრობების კრებული. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;
13:30 – გიორგი ტაბიძე-სიყვარულის ქარაგმები.

აზროვნების აკადემია:
15:00 – ფსიქოლოგი, წიგნის – “აღზრდის ფსიქოლოგიის” ავტორი ნინო ბუაძე. თემა: “კითხვის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში”;
16:30 – ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის ლექცია და წიგნის – “საუბრები ანტიკური ფილოსოფიაზე” პრეზენტაცია;
18:00 – მწერალი და პედაგოგი, წიგნის – “როგორ ველაპარაკოთ შვილებს” ავტორი გურამ
მეგრელიშვილი. თემა – “10 შეკითხვა მოსწავლის მშობელს”.

შაბათი 18 დეკემბერი

გამომცემლობა წიგნიერი:
15:00 – მწერლების შეხვდერა : დანი ადამელია, ელენე სიჭნავა, ლანა გოგია, ტარიელ ოკრიბელაშვილი.
აზროვნების აკადემია;
16:30 – ფილოსოფოსი ანა ქირია, ლექციის სახელი: “დოსტოევსკის ფილოსოფია”;
18:00 –  ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი, ლექციის სახელი: “დოსტოევსკი და ფსიქოანალიზი”.

კვირა 19 დეკემბერი

გამომცემლობა პეგასი:
12:00 – კახა ჯამბურიას წიგნის “საბჭოთა მარაზმი და დაკარგული თაობა” პრეზენტაცია.
(ხანგრძლივობა 30 წუთი);
14:00 – ზაზა აბზიანიძის ახალი წიგნის “ყაზბეგი” პრეზენტაცია. (ხანგრძლივობა 30 წუთი);
14:30 – მიხეილ ანთაძის წიგნის ” მიხაილ ბულგაკოვის სამი ცოლი და სამი ცხოვრება” პრეზენტაცია.
(ხანგრძლივობა 30 წუთი);
15:00 – ელენე ჯაფარიძის ახალი რომანის “ბელზებელი” პრეზენტაცია. (ხანგრძლივობა 30 წუთი, );

გამომცემლობა წიგნიერი:
13:30 – სოლომონ ნერგაძე (ჩართვა);
13:00 – გიორგი ვარამაშვილი „უღმერთოთა ღმერთო“;
15:30 – გიორგი სავანელი – „ეს მე ვარ ნიკოლოზ ბარათაშვილი“
16:30 – ტარიელ ოკრიბელაშვილი – „გადაგვარება“;
გამომცემლობა აგორა
17:00 – მოგზაურობა ლიტერატუტულ ევროპაში (30 წთ).

მასალების გადაბეჭდვის წესი