ახალი ამბები

კენტუკიში გამანადგურებელი ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

14 დეკემბერი, 2021 • 1365
კენტუკიში გამანადგურებელი ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

კენტუკიში გამანადგურებელი ქარიშხალის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. როგორც CNN წერს, სტიქია აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ დასავლეთ ნაწილის რვა შტატს შეეხო და რამდენიმე ქალაქი მიწასთან გაასწორა.

როგორც გამოცემა წერს, ამ დრომდე ეძებენ კენტუკის 109 მაცხოვრებელს, 14 ადამიანი კი სხვა შტატებში დაიღუპნენ. მათ შორის ექვსი- ილინოისში, ოთხი -ტენესიში და ორ-ორი -არკანზასსა და მისურიში. დაღუპულთა და დაშავებულთა სამძებრო ღონისძიებებში ეროვნული არმიაა ჩართული.

ოფიციალური მონაცემებით, ქარიშხალმა ათასზე მეტი სახლი დაანგრია, ტორნადომ 320-კილომეტრიანი რადიოუსი მოიცვა. როგორც კენტუკის გუბერნატორი აცხადებს, ქარბორბალამ არა მხოლოდ სახლების სახურავები გაიტაცა, არამედ მთლიანი სახლები აიტაცა ჰაერში, რომელშიც ადამიანები და შინაური ცხოველები იმყოფებოდნენ.

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

„მსგავსი გამანადგურებელი სტიქია არასოდეს მინახავს, მიჭირს, სიტყვებს თავი მოვუყარო. მოსალოდნელია, რომ კენტუკიში გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბოს“, – ამბობს კენტუკის გუბერნატორი Reuters-თან.

ტორნადოს ჩამოყალიბებას ხელი შეუუწყო ნალექმა და ხანგრძლივმა ელჭექმა. შტორმი არკანზასის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა და მისურიში გავრცელდა, იქიდან კი ტენესისა და კენტუკიში გადაინაცვლა.

ილინოისის უნივერსიტეტის პროგესორის, ვიქტორ გენსინის თქმით, როგორც წესი, მსგავს შროტმებს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა განაპირობებს და ზამთრის თვეებში ეს იშვიათობაა.

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქიაა, რომელიც ბოლო წლებში აშშ-ს თავს დაატყდა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სთხოვს გარემოს დაცვის სააგენტოს, გამოიძიონ, შესაძლოა თუ არა სტიქია კლიმატის ცვლილების გამო ყოფილიყო გამოწვეული.

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

სტიქიის შედეგად განადგურდა როგორც საცხოვებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები და კერძო ბიზნესები. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 მძიმედ დაშავდა, როცა ტორნადომ მოხუცთა პანსიონატს გადაუარა, რომელიც 90 ადამიანზე იყო გათვლილი.

ილინოისის შტატში კი „ამაზონის“ 6 თანამშრომელი გარდაიცვალა, როდესაც ჩამოინგრა კომპანიის საწყობი, რომელსაც ქარიშხალმა სახურავი გადახადა.

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

ტორნადო კენტუკიში 12.12.21 ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი