ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში 12 მარტს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

14 დეკემბერი, 2021 • 810
აფხაზეთში 12 მარტს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, 2022 წლის 12 მარტს  საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება რუსული ოკუპაციის პირობებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი