ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი და თურქეთი ავიამიმოსვლის აღდგენას გეგმავენ

14 დეკემბერი, 2021 •
სომხეთი და თურქეთი ავიამიმოსვლის აღდგენას გეგმავენ

სომხეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მხარეების მიერ გადასადგამ ნაბიჯებს შორის დასახელდა ერევანი-სტამბოლის ჩარტერული ავიარეისების აღდგენა.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ 13 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, სომხეთი და თურქეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ ორივე ქვეყანაში.

ამასთან, მისი განმარტებით, ამ საკითხში თურქეთმა კონსულტაციები გაიარა აზერბაიჯანთან და სომხეთის მიმართულებით სამომავლო ნაბიჯებსაც სწორედ ბაქოსთან განიხილავს.

როგორც azatutyun.am წერს, ჩავუშოღლუს ამ განცხადებას მეჯლისში აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ თურქეთსა და სომხეთს გარკვეული წინაპირობებით ურთიერთობების დალაგების მზაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე საარქივო სტატია:

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი