ახალი ამბები

“დელტას” ახალი დირექტორი ჰყავს

29 მარტი, 2021 •
“დელტას” ახალი დირექტორი ჰყავს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი თანამშრომლებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.

ზურაბ ჯაველიძემ “დელტას” დირექტორის პოსტზე შეცვალა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც „დელტას“ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.

ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ზურაბ ჯაველიძე “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველებს შორის ფიგურირებს. 2012 წლის სექტემბერში მან “ნაციონალურ მოძრაობას” 60 000 ლარი შესწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი