ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი 38-ე დღეა ციხეში შიმშილობს

13 დეკემბერი, 2021 •
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი 38-ე დღეა ციხეში შიმშილობს

38-ე დღეა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი  სალეჰ რუსტამლი ციხეში შიმშილობს. ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან, აცხადებენ, რომ რუსტამლის სიცოცხლე უკვე სერიოზული რისკის ქვეშაა – მის გაუარესებულ ჯანმრთელობას პოსტკოვიდური მდგომარეობაც ემატება.

აზერბაიჯანში გიადაბეის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ოპოზიციური ძალის, “სახალხო ფრონტის” ორ წევრთან ერთად, ორი წლის წინ დააპატიმრეს.

რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდებები წაუყენეს რამდენიმე მუხლით [მათ შორის “უკანონო მეწარმეობის”, რაც აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტების მიმართ ხშირად გამოიყენება].

სასამართლომ სალეჰ რუსტამლის 7 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ეს გახდა შიმშილობის გამოცხადების მიზეზი, რადგანაც პატიმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

ამავე თემაზე:

“მოითხოვდნენ, შემეწყვიტა ალიევის კრიტიკა” – ბაქოში აქტივისტებს სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი