ახალი ამბებიეკონომიკა

თურქული ლირა კვლავ რეკორდულად უფასურდება

13 დეკემბერი, 2021 • 4426
თურქული ლირა კვლავ რეკორდულად უფასურდება

13 დეკემბერს, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მონაცემების თანახმად, ლირის გაუფასურებამ ახალი რეკორდი დაამყარა.

ამჟამად ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14.35 ლირაა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

მონაცემები საბოლოო არ არის და დღის განმავლობაში, შესაძლოა, ლირა კვლავ გაუფასურდეს ან გამყარდეს.

თურქეთის ცენტრალური ბანკის გუშინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 13.83-13.86 ლირა ღირდა.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ დაიფ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის, იგივე მონეტარული პოლიტიკის 16 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი მოქმედებს უცხოური ბანკებისა და ე.წ. საპროცენტო მაფიის, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა, ოპონენტებისა და ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

თუ როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა: რა გავლენა აქვს თურქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი