ახალი ამბებისაზოგადოება

ახალქალაქში კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

11 დეკემბერი, 2021 • 1961
ახალქალაქში კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ახალქალაქში კაცმა 4 ადამიანი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა აქვთ მიყენებული.

ადგილობრივი მედიის, jnews-ის ინფორმაციით, კაცი ყოფილი ცოლის სახლში შეიჭრა და მისი ახლობლები დაჭრა. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორისაა 8 თვის ბავშვი.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ კაცი უკვე დააკავა. მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი