„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები დღეს, 11 დეკემბერს, გაიმართა.
სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის უკონკურენტო კანდიდატი იყო. არჩევნებამდე 3 დღით ადრე კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საკუთარი კანდიდატურა ვიქტორ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სანიკიძეს ხმის მქონე 39-მა სუბიექტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. მათივე ცნობით, ფედერაციაში ასევე დაკომპლექტდა ახალი გამგეობა.