ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3542 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 64 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 234 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.53%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 648,
- აჭარა – 187,
- იმერეთი – 558,
- ქვემო ქართლი – 182,
- შიდა ქართლი – 251,
- გურია – 85,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276,
- კახეთი – 154,
- მცხეთა-მთიანეთი – 117,
- სამცხე-ჯავახეთი – 64,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 967 საიდანაც, 6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 560 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 886 364-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 695 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676-მდე.