ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი | შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

10 დეკემბერი, 2021 •
ერთი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი | შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწყებული სროლის შედეგად დღეს, 10 დეკემბერს, სომხეთის შეირაღებული ძალების ერთი პირი გარდაიცვალა, რამდენიმე დაჭრილია.

თავის მხრივ, განცხადება მომხდარის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემაც გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქელბაჯარის რაიონში სომხურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა და პროვოკაცია დაიწყო, რაზეც შესაბამისი ზომებით უპასუხეს.

2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის შეუთანხმებელ საზღვრებთან დაკავშირებით სომხეთი და ზერბაიჯანი ერთმანეთს საზღვრის მონაკვეთებზე უპირისპირდებიან.

გამწვავებული სიტუაციის დარეგულირების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტის ინიციტივით, ორივე ქვეყნის ლიდერი რამდენიმე დღის წინ სამმხრივ ფორმატში ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა.

ამავე თემაზე:

ერთი წელი ომიდან – რატომ განახლდა ბრძოლები

მასალების გადაბეჭდვის წესი