ახალი ამბები

თემქაზე 53 წლის კაცი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

10 დეკემბერი, 2021 •
თემქაზე 53 წლის კაცი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, თემქაზე, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან გაჟონილი CO-ს შედეგად 53 წლის კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “თბილისი ენერჯიში” დაუდასტურეს.

კომპანიის ცნობით, შემთხვევა ღამით მოხდა.

“TV პირველთან” საუბრისას კაცის მეზობელმა განაცხადა, რომ 53 წლის კაცის მეუღლე მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. მოგვიანებით მაშველებმა ის საკუთ სახლში, ძაღლთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი