ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლებას “საზღვრების” შეთანხმებას სთავაზობს

9 დეკემბერი, 2021 • 2686
აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლებას “საზღვრების” შეთანხმებას სთავაზობს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ, 55-ე რაუნდზე, რომელიც 7-8 დეკემბერს გაიმართა, აფხაზური მხარის ცნობით, საქართველოს დელეგაციის წევრებს შესთავაზეს, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროცედურა დაიწყოს.

“საზღვრების შეთნხმების პროცესი ბევრი საკითხის გადაჭრის საშუალებას მოგვცემს ადგილზევე და სახელმწიფო საზღვრის გადაადგილების პროცედურას დაარეგულირებს”, – აცხადებს აფხაზური მხარე.

ჟენევის დისკუსიების შემდეგ გავრცელებულ ქართული მხარის განცხადებაში საზღვრების დადგენის შემოთავაზება თბილისის მიერ პროვოკაციად შეფასდა:  “საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი