ახალი ამბები

დიდი ალბათობით, ხვალინდელ პროცესს ვერ დავესწრები – სააკაშვილი

8 დეკემბერი, 2021 •
დიდი ალბათობით, ხვალინდელ პროცესს ვერ დავესწრები – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

ამის შესახებ იგი დედისთვის, გიული ალასანიასთვის გადაცემულ წერილში წერს.

მისი განცხადებით, პროცესს სისუსტის გამო ვერ დაესწრება.

ხვალ, 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავებულია და პატიმრობაში იმყოფება სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი