აფხაზეთის ახალდანიშნული დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოს მიმართულებით, განსაკუთრებით დააკვირდებიან. ამის შესახებ არძინბამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ასევე, ყურადღებით გავაანალიზებთ ამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და დაფინანსების წყაროებს. 6-7 ადამიანი უკვე გამოყოფილია ამ სამუშაოს კოორდინირებისთვის”, – აცხადებს ინალ არძინბა.
არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების საგარეო უწყებასთან შეთანხმების ვალდებულებაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელა. იქამდე კი მინისტრი ინალ არძინბა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც “კოორდინირებული მუშაობის” შესახებ რეგულაციები “შეახსენა”:
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.