ახალი ამბები

„მე ვთქვი დიახ“ – გერმანიის კანცლერად შოლცი აირჩიეს

8 დეკემბერი, 2021 •
„მე ვთქვი დიახ“ – გერმანიის კანცლერად შოლცი აირჩიეს

ოლაფ შოლცი გერმანიის ახალი კანცლერი გახდა, თუმცა თანამდებობის ოფიციალურად გადაბარებისთვის პრეზიდენტის, ფრანკ‑ვალტერ შტაინმაიერის მიერ დანიშვნა სჭირდება, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„მე ვთქვი დიახ“, – ასე გამოეხმაურა შოლცი სოციალურ ქსელში კანცლერად არჩევას.

მას მხარი ბუნდესტაგის 736 დეპუტატიდან 395-მა დაუჭირა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ქვეყნის კანცლერად ასარჩევად.

შოლცის კანცლერად არჩევა სიურპრიზი არ ყოფილა. იგი მომავალი მმართველი კოალიციის ყველაზე დიდი პარტიის – სოციალ-დემოკრატების ლიდერია და არჩევნების შედეგების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ მას აირჩევდნენ კანცლერად.

შოლცი სათავეში ჩაუდგება სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეებისგან დაკომპლექტებულ კოალიციურ მთავრობას.

მთავრობაში შემავალი პარტიების სიმბოლური ფერების გამო, ერთობას ეწოდება „შუქნიშნის კოალიცია“.

ოლაფ შულცი კანცლერობამდე ჰამბურგის მერი, გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი