ახალი ამბებირეკლამა

საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი წიგნის დედაქალაქში

8 დეკემბერი, 2021 • 1678
საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი წიგნის დედაქალაქში

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს, „ესპო ჯორჯიასმესამე პავილიონში, თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი არ იქნება ერთჯერადი და ის სამომავლოდაც დარჩება ქალაქს, ისევე, როგორც საბავშვო ლიტერატურული პრემიანაკადული“, რომლის გამარჯვებულებსაც ფესტივალის მსვლელობისას დააჯილდოებენ. 

საბავშვო წიგნის ფესტივალი, მხოლოდ საბავშვო წიგნების ფასდაკლებით გაყიდვას არ გულისხმობს, არამედ მოიცავს გასართობშემეცნებით სეგმენტსაც, გაიმართება შეხვედრები საბავშვო ავტორებთან, წიგნების პრეზენტაციები, საბავშვო წარმოდგენები. გარდა წიგნებისა, ფესტივალზე, ასევე, შეიძენთ ქართული სტარტაპერების მიერ დამზადებულ საახალწლო აქსესუარებსა და სათამაშოებს.

თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთერთია იმ პროექტებიდან, რომელიცთბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. გარდა ამისა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით და თბილისის მერიის თანადგომით, დავაფუძნეთ საბავშვო ლიტერატურული პრემიანაკადული“, რომლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაც 12 დეკემბერს, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება,” – ამბობს თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისდირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, საბავშვო წიგნის ფესტივალის ჩატარება პროექტის გეგმის შედგენის ეტაპზევე გადაწყდა, რადგან ფესტივალი საგამომცემლო პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს და საბავშვოსაყმაწვილო ლიტერატურის პოპულარიზაციასაც განაპირობებს.

საბავშვო ლიტერატურის  სფერო ვითარდება, მაგრამ ნელა, რადგან ბავშვებისთვის წიგნს ბევრი კონკურენტი ჰყავს: ინტერნეტი, ტექნოლოგიები, კომპიუტერული თამაშები. შესაბამისად, ბავშვები წიგნთან დიდ დროს არ ატარებენ. სწორედ ამიტომ, ასეთი ფესტივალების საშუალებით, მათი ლიტერატურით, წიგნის უკიდეგანო სამყაროთი დაინტერესებას შევეცდებით. ფესტივალი და პრემიანაკადული“ – ეს ორი კომპონენტი, ერთობლივად შეუწყობს ხელს საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციას. 

ფესტივალზე ველოდებით ბევრ სტუმარს. გვექნება გასართობის ღონისძიებები, მუსიკა, შეხვედრა საბავშვო წიგნების ავტორებთან და ა..“ – ამბობს ნინია მაჭარაშვილი. 

იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა.

საგამომცემლო პროცესის გააქტიურებაზე საუბრობს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილიც. მისი თქმით,  აუცილებელია წიგნის ფესტივალები იყოს მასშტაბური და ხშირად ტარდებოდეს. ეს, სამომავლოდ, წიგნის ბაზრის განვითარებასა და  მკითხველის რაოდენობის გაზრდას განაპირობებს:

ფესტივალი არის უნიკალური პლატფორმა, სადაც გამომცემელი და მკითხველი ერთმანეთს უშუალოდ ხვდებიან. სწორედ, ფესტივალებზე იკვეთება წიგნისა და თარგმანის ხარისხთან დაკავშირებული დეტალები. აქ მკითხველი არა მხოლოდ მოდის და წიგნს ყიდულობს, არამედ თავის შეხედულებებსაც გვიზიარებს,” – ამბობს თინათინ ბერიაშვილი. 

მისივე თქმით, საბავშვო ლიტერატურა იმსახურებს, რომ თავისი ფესტივალი ჰქონდეს, რომელიც კონკრეტულად ბავშვებზე იქნება ორიენტირებული, რათა მათ მეტად მოუნდეთ, ტექნოლოგიებით დატვირთულ ხანაში, წიგნები იკითხონ.

დარწმუნებული ვარ, რომ საბავშვო წიგნის ფესტივალი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან ამ ასაკისთვის განკუთვნილი ლიტერატურის მნიშვნელობა უმთავრესია, რადგან სწორედ ეს არის წიგნთან მოზარდის პირველი შეხება,“ – ამბობს თინათინ ბერიაშვილი. 

საბავშვო წიგნის ფესტივალი ექსპო ჯორჯიასმე-3 პავილიონში გაიმართება. მასში მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია. გამომცემლობები მყიდველს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე, ფასდაკლებებს შესთავაზებენ.

ფესტივალის მსვლელობისას ბავშვებს წინასაახალწლოლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა და სხვა; საფესტივალო დღეების განმავლობაში, დიდ ეკრანზე, ანიმაციური ფილმები იტრიალებს. 

12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, ნაკადულის გამარჯვებულთა დაჯილდოება. 

მე-3 პავილიონის ეზოში გაიმართება ჯგუფარასადა თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი. 

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი