ახალი ამბები

კოვიდის 4 226 ახალი შემთხვევა და 53 გარდაცვლილი — 8 დეკემბერი

8 დეკემბერი, 2021 • 916
კოვიდის 4 226 ახალი შემთხვევა და 53 გარდაცვლილი — 8 დეკემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 53 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 673 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 21 457 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 8.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 7.96%.

ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 1 790 შემთხვევა,
  • აჭარა – 205,
  • იმერეთი – 635,
  • ქვემო ქართლი – 250,
  • შიდა ქართლი – 366, გურია – 117,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 316,
  • კახეთი – 169,
  • მცხეთა-მთიანეთი – 92,
  • სამცხე-ჯავახეთი – 235,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი