ახალი ამბები

სანზონაში მოკლული 15 წლის მოზარდის საქმეზე 2 არასრულწლოვანს წაუყენეს ბრალი

6 დეკემბერი, 2021 •
სანზონაში მოკლული 15 წლის მოზარდის საქმეზე 2 არასრულწლოვანს წაუყენეს ბრალი

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 4 დეკემბერს მოკლული 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ორ არასრულწლოვანს წაუყენეს ბრალი.

ერთს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების თანახვმადვე, მეორე ბრალდებულმა, – რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და „დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ“, – მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში ბრალდებულებისთვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

გამოძიება გრძელდება.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი