სომხეთში 5 დეკემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 38 ოლქიდან ოპოზიციამ 12-ში გაიმარჯვა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციამ გაიმარჯვა მათ აპარანის, თუმანიანის, სევანის, აბოვიანის, ვანაძორის და კიდევ რამდენიმე ოლქში.
ამასთან, იმ 24 ოლქში, სადაც ხელისუფლების კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხელისუფლებას მოუწევს კოალიციური შეთანხმებების გაფორმება.
ოფიციალური ცნობითვე, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 42,48% [472 528 ადამიანი] შეადგინა.