ახალი ამბებირეკლამა

ავტოდაზღვევის კამპანია ალდაგში დეკემბრის ბოლომდე

6 დეკემბერი, 2021 • 500
ავტოდაზღვევის კამპანია ალდაგში დეკემბრის ბოლომდე

ალდაგში ავტოდაზღვევის წინასაახალწლო კამპანია დაიწყო. აქცია თვის ბოლომდე გრძელდება და მძღოლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ავტოდაზღვევაზე ალდაგში ერთი თვის განმავლობაში.

“წლევანდელ კამპანიაში გვინდოდა დაზღვევის ემოციური მხარეზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ვთვლით, რომ დაზღვევის მთავარი სარგებელი ის დადებითი ემოციებია, რომელიც დაზღვეულობას მოაქვს: ვფიქრობთ, რომ დაზღვეული ადამიანი იმავდროულად არის უფრო თავდაჯერებული, უფრო გამბედავი, უფრო უდარდელი და უფრო ლმობიერიც კი სხვებიც მიმართ, ამიტომ ჩვენს საახალწლო შეთავაზებაში ეს ემოციური სარგებელი გამოვაჩინეთ და არც ტრადიციული საჩუქრები დაგვავიწყდა მძღოლებისთვის,,” – აცხადებენ ალდაგში.

ახალი წლის შეთავაზება მძღოლებისთვის მნიშვნელოვან საჩუქრებს მოიცავს: ფასდაკლებები საწვავზე, ქიმწმენდასა და ტექდათვალიერებაზე, სასაჩუქრე ვაუჩერები ავტოსერვისებში, ავტომობილის რეცხვა ნახევარ ფასად, ავტომობილის აქსესუარები და ა.შ.

ალდაგის ავტოდაზღვევას მაქსიმალური დაფარვები გამოარჩევს: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი დაზიანება, ქურდობა და სტიქიური უბედურებები- ესაა არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ალდაგის ავტოდაზღვევა ფარავს. ავტომობილის დაზღვევა მოიცავს მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეულ ხარჯებს და მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს, ასევე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, საიტზე საკონტაქტოს დატოვებით ან ცხელ ხაზზე დარეკვით +995 322 444 999.

მასალების გადაბეჭდვის წესი