ახალი ამბები

ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა — მედია

5 დეკემბერი, 2021 • 1123
ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა — მედია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ოჯახში ძალადობის დროს ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.

სხვადასხვა ტელევიზიის გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მიყენებული თვითდაზიანების შედეგად გარდაიცვალა, ცოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი